აურელიო დე ლაურენტისი, ჟოზე მოურინიო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „მოურინიოს მომავალი ნაპოლის არ უკავშირდება“

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი გუნდი ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობის დაწყებას არ გეგმავს.

„მოურინიოს მომავალი ნაპოლის ნამდვილად არ უკავშირდება. ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც საკუთარ სათქმელს თავისებური ფეხბურთის დახმარებით გვიყვება. პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ იტალიაში არ დარჩება და სხვა ქვეყანაში წავა სამუშაოდ. ყოველ შემთხვევაში, მისი მომავალი ნაპოლის ნამდვილად არ უკავშირდება.

ოსიმენთან დამშვიდობება? ზაფხულში ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გულახდილი მოლაპარაკებები გვქონდა და ამდენ ხანს სწორედ ამიტომ გაიწელა. ვიცოდით, რომ მისი მომდევნო გუნდი რეალი, პარი სენ-ჟერმენი ან რომელიმე ინგლისური კლუბი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი ახალ მთავარ მწვრთნელს სეზონის დასრულების შემდეგ დანიშნავს. მისი ნომერ პირველი სამიზნე ანტონიო კონტეა, მაგრამ ნეაპოლელთა ხელმძღვანელს იტალიელი სპეციალისტის დარწმუნება უჭირს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მამაჩემს კვარა ძალიან მოეწონებოდა“ | დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მამაჩემს კვარა ძალიან მოეწონებოდა“ | დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა