„მამაჩემს კვარა ძალიან მოეწონებოდა“ | დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ინტერვიუ მისცა. დიეგო მარადონა უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ „კვარა“ არის ფეხბურთელი, ვისი თამაშიც დიეგოს რომ ენახა, აუცილებლად შეუყვარდებოდა.
„ნაპოლი სატრანსფერო ბაზარზე მიზანმიმართულად მოქმედებს. პასკუალე მაცოკი ძალიან მომწონს და მას ყველაფერი აქვს, რათა პარტენოპეის ფეხბურთელი იყოს. არგენტინელი ნეუენ პერესი ძლიერი ფეხბურთელია და შემთხვევითობა არაა, რომ ეროვნულ გუნდშიც ათამაშებენ. დენდონკერი და ტრაორე? დრო დაგვჭირდება, რათა გავიგოთ, ნაპოლის როგორ მოერგებიან.
ნაპოლის რომელი ფეხბურთელი მოეწონებოდა მამაჩემს? დიეგოს ხვიჩა კვარაცხელია შეუყვარდებოდა, რადგან უყვარდა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან მეგობრულად იყვნენ და იცოდნენ, ხალხისთვის სანახაობა როგორ ეჩუქებინათ. ხვიჩა, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ძალიან მოეწონებოდა“.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ხვიჩას მონაწილეობა 19 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ასისტით გამოირჩა.