იულიან ნაგელსმანი, ჩაბი ალონსო, სტივენ ჯერარდი, სტივენ ჯერარდი, რობერტო დე ძერბი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ალონსო და 5 ვარიანტი - ვინ შეცვლის კლოპს ლივერპულში?

Independent-ი იურგენ კლოპის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს. მათ შორის ფავორიტად ჩაბი ალონსო სახელდება.

42 წლის ესპანელი სპეციალისტი 2004-09 წლებში „ლივერპულში’’ თამაშობდა, 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, მადრიდის „რეალის’’ აკადემიასა (2018-19) და „სოსიედადის’’ B გუნდში მუშაობდა (2019-22). გასულ წლის ოქტომბერში ლევერკუზენის „ბაიერის’’ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მას შემდეგ „ფარმაცევტები’’ არ დამარცხებულან, 27 მატჩი: 24 მოგება, 3 ფრე. 18 ტურის შემდეგ „ბაიერი’’ 48 ქულით პირველზეა, მეორეადგილოსან „ბაიერნს’’ 4 ქულით უსწრებს.

ჩაბი ალონსოს გარდა „ბრაიტონის’’ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის კანდიდატურამ გაიჟღერა. იტალიელმა სპეციალისტმა „ბრაიტონში’’ კარგი გუნდი შექმნა, რომელიც სანახაობრივ და ამავდროულად შედეგიან ფეხბურთს თამაშობს.

Independent-ის ცნობით, სიაში ასევე არიან სტივენ ჯერარდი (ალ-ეტიფაქი), იულიან ნაგელსმანი (გერმანიის ნაკრები), ანგე პოსტეკოგლუ (ტოტენჰემი) და რუბენ ამორიმი (სპორტინგი).

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. 56 წლის სპეციალისტმა „ლივერპულის’’ Twitter-ით კლუბის ქომაგებს მიმართა და აღნიშნული ინფორმაცია აცნობა. კლოპმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები