სურს ერთ დღეს პრემიერ ლიგაში ითამაშოს - სანიოლის ასისტენტი ხვიჩაზე
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა დევიდ უებმა BBC-ის პოდკასტ Transfer Gossip Daily-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„მას ნამდვილად აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის პოტენციალი. მასთან ვმუშაობდი სავარჯიშო პროცესებში. ასევე, რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, მან ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვხედავ რამდენად კარგი მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან კარგი პიროვნებაა. საქართველოში მთავარი კაცია, მას ეთაყვანებიან, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებენ.თავდამაბალი კაცია, ახლახან დაქორწინდა.
მას სურს ერთ დღეს პრემიერ ლიგაში ითამაშოს, თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინოს. მას ეს შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, შესაძლოა „მან. სიტიში'' ან „ლივერპულში'' ვნახო''.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი დევიდ უები შეუერთდა. უები მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით მუშაობს (Performance Coach).