El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ
ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ი „ბარსელონას“ შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც კლუბის სამომავლო გეგმებზეა საუბარი, თუმცა ერთი მონაკვეთი ჩვენთვის საინტერესო იმით არის, რომ მასში ხვიჩა კვარაცხელიაა ნახსენები.
გამოცემა წერს, რომ იოზუა კიმიხმა და ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონაში“ გადასვლა ამ ეტაპზე გამორიცხეს. ამის მიზეზი კი ჩავი ერნანდესია. მასთან მუშაობა არ სურთ.
„ბარსელონაში მალე ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, თუ ისინი ზაფხულისთვის საინტერესო ტრანსფერების განხორციელებას გეგმავენ. მათ მოთამაშეების გაყიდვიდან არა მხოლოდ შემოსავალი მიიღონ, არამედ უნდა აჩვენონ, რომ არსებობს სტაბილური და ამბიციური პროექტი. დღეს ბლაუგრანაში სულ სხვა ვითარებაა, რადგან ჩანს, ისინი ყველა ტიტულისთვის ბრძოლაში ძალიან შორს არიან, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
კატალონიელები ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან სიტი, რეალი, ბაიერნი - მათ სინათლის წლებით შორდებიან.
ბაიერნის ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა ბარსელონაში თამაშზე უარი ჩავის ფაქტორის გამო თქვა. კლუბის პრეზიდენტი ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკუ, მას უკვე ესაუბრნენ. ფეხბურთელს ბაიერნიდან კატალონიაში გადასვლა სწორედ მწვრთნელის გამო არ სურს.
კიმიხს ბაიერნთან ხელშეკრულება 2025 წელს უსრულდება. კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს. როგორც ჩანს, მას რეკორდმაისტერის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ბარსას ის ბუსკეტსის შემცვლელად სურს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანელს ბლაუგრანაში გადასვლის სურვილი არ აქვს.
ზუსტად ანალოგიური რამ ხდება ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჩავის გუნდისთვის დიდი საფრთხე იქნება. ქართველი ნაპოლის მთავარი ფიგურაა და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონთან შედარებით მისმა ეფექტურობამ მოიკლო, ის აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ არაჩვეულებრივი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს.
22 წლის ასაკში კვარაცხელიამ მოახერხა, რომ ლაპორტასა და დეკუს სატრანსფერო სიაში მოხვედრილიყო. მათ ხვიჩა შეტევის გასაძლიერებლად ერთ-ერთ მთავარი ვარიანტად ჰყავთ. თუმცა, ხვიჩას სატრანსფერო ფასი ტრანსფერს შეუძლებელს ხდის. თუმცა, კიმიხისგან განსხვავებით, რომელიც 12 თვეში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი შეძენა ობიექტურ ფასად იქნება შესაძლებელი, ხვიჩას კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში. ამიტომ, ბარსას მისი გაფორმების ფინანსური შესაძლებლობა არ ექნება.
დეკუს ამ ვითარებაში რომელიმე ვარსკვლავის შეძენა გაუჭირდება“.
- წერს ესპანური გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ჩავი „ბილბაოსთან“ სამეფო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის უტიტულოდ დასრულების შემდეგ, მას სავარაუდოდ დაითხოვენ და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.