„ერთადერთი და განუმეორებელი“ - სიტიმ ქინქლაძის გოლი გაიხსენა
„მანჩესტერ სიტის“ ტვიტერის (X) ოფიციალურმა გვერდმა 1998 წელს, გიორგი ქინქლაძის მიერ FA თასზე გატანილი ბრწყინვალე გოლი გაიხსენა.
„მშვენიერი სოლო გოლი FA თასზე - ერთადერთი და განუმეორებელი გიორგი ქინქლაძის მიერ".
– წერს „ქალაქელთა“ გვერდი.
A lovely solo goal in the #FACup by the one and only, Georgi Kinkladze ????
— Manchester City (@ManCity) January 25, 2024
???? #OnThisDay 1998 pic.twitter.com/1kQhrPALAW
„სიტი“ FA თასზე „ვესტ ჰემთან“ 1:2 დამარცხდა. 28-ე წუთზე „ჩაქუჩები“ დაწინაურდნენ. „ქინქიმ“ წონასწორობა 59-ე წუთზე აღადგინა. 76-ე წუთზე კი სტივ ლომასმა ლონდონელები კვლავ წინ გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 1995/1998 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.