ტორინო, კალიარი, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე: „მისი ადგილი უფრო დაცვის ცენტრშია“

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა „კალიარისთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საბა საზონოვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მცველი შესაძლოა ხვალინდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

რას ამბობს იურიჩი:

დაცვაში პრობლემები ნამდვილად არის. ჯიჯი საუკეთესო მდგომარეობაში ჯერ კიდევ არ არის და გარისკვა არ გვსურს. ილიჩს ზურგის პრობლემები აქვს. ვინ ითამაშებს ჯიჯის ნაცვლად? საზონოვის მახასიათებს უფრო დაცვის ცენტრში ვხედავ, ვნახოთ. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ ხვალ ვინ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა და ტურინული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა. მისი კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. „კალიარისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა 26 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “გავოცდი, როცა მაცარიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა“
აგენტი: “გავოცდი, როცა მაცარიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა“