ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი, რუუდ კროლი
Aa
Aa

„კვარას დახმარება სჭირდება“ - ნაპოლისა და ნიდერლანდების ნაკრების ექს-მცველი

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილი მცველი, რუუდ კროლი იტალიურ მედიას „ნაპოლის“ შესახებ ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდმა ქართველ ფეხბურთელს მოედანზე გადაადგილება უნდა გაუმარტივოს.

რას ამბობს კროლი:

„ნაპოლი“ არასდროს დამვიწყებია. ეს ქალაქი და გუნდის ფერები ყოველთვის მეყვარება. ნაპოლი ჩემი ერთადერთი სიყვარულია, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება. რას ვიტყვი ამ სეზონზე? განსაკუთრებული ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს რაღაც დაავიწყდათ. ნაკლებ მონდომებას ვხედავ, რომელიც როგორც ფიზიკურად, ისე გუნდურად ნაკლებად თამაშში გამოიხატება.

რამდენიმე დღის წინ სპალეტისთან გრძელი საუბარი მქონდა. მას იტალიურ ფეხბურთში რაღაც განსაკუთრებული მოაქვს, რომლსაც ნებისმიერი სხვა მწვრთნელისგან ვერ ვხედავ. ლუჩანოსთან ერთად „ნაპოლი“ ნიდერლანდურ ფეხბურთს თამაშობდა, სულ წინ მიდიოდა და თან ორგანიზებულად, ახლა კი ბურთი ძირითადად უკან თამაშდება: მცველი-მეკარე-მცველი და ლობოტკა, ამით მეტოქეს მომზადების დროც ეძლევა და შემდეგ თავს ორგანიზებულად იცავს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კვარაცხელიასთვის თამაშის გამარტივება, მას დახმარება სჭირდება. თუ ის თავისუფალ სივრცეში მოექცევა, მხოლოდ სიღრმისკენ უნდა შევიდეს, წელს ამას იშვიათად ვხედავთ. ვფიქრობ, მას პერიოდულად პოზიციის ცვლილებაც სჭირდება. სპალეტისთან ამ საკითხზეც მქონდა საუბარი და ის დამეთანხმა. „ნაპოლიმ“ რამენაირად მონდომება უნდა გამონახოს და ფორმა დაიბრუნოს. ვფიქრობ, ეს ტაქტიკური სქემა, რომელიც მაცარიმ გამონახა, კარგი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა - ნაპოლი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს
სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა - ნაპოლი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს