კაპელო: “რეალს ჰოლანდი უფრო სჭირდება, ვიდრე მბაპე“
საფეხბურთო სამყარო კილიან მბაპეზე და მადრიდის „რეალზე“ საუბარს არ წყვეტს. ბევრი თვლის, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი „სამეფო კლუბში“ სათამაშოდ დაიბადა, მაგრამ ტრანსფერი წლიდან წლამდე იწელება.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს, რომელიც თვლის, რომ „ბლანკოსს“ მბაპეზე მეტად ერლინგ ჰოლანდი სჭირდება.
რა თქვა კაპელომ?
„კილიანი ცენტრალური თავდამსხმელი არ არის, ის უმეტესად ფლანგზე თამაშობს, ხოლო „რეალს“ ფლანგზე ვინისიუსი ჰყავს, თუმცა მბაპე არის მბაპე! თუ „რეალი“ მის შეძენას გადაწყვეტს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, ჰყავს, თუ არა ცენტრალური თავდამსხმელი.
ამაზე პასუხი არის არა! „სამეფო კლუბს“ ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს. მათ უფრო მეტი სჭირდებათ. ვფიქრობ, დღეს მათ უფრო ჰოლანდი სჭირდებათ, მაგრამ, თუ მკითხავთ ვინ არის ტექნიკურად უკეთესი ჰოლანდი თუ მბაპე, რა თქმა უნდა, კილიანს გიპასუხებთ.“
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო მადრიდულ გრანდში 2006/2007 წლებში მუშაობდა. იტალიელმა სპეციალისტმა „რეალთან“ ერთად ლა ლიგა მოიგო.