კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ოთხ სეტში - ზვერევმა ალკარასს მოუგო და AUS OPEN-ის ნახევარფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება გერმანელმა ჩოგბურთელმა 4 სეტში 6:1 6:3 6:7 6:4 მოიპოვა.

პირველი სეტი ზვერევის დომინირებით წარიმართა, სადაც გერმანელმა 2 ბრეიკი შეასრულა და ლოგიკურ შედეგს მიაღწია. არც მეორე სეტი იყო განსხვავებული. ალექსანდრმა კვლავ 2 ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი მესამე სეტსაც ბრეიკით იგებდა, თუმცა ალკარასმა მატჩში დაბრუნება შეძლო და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა, სადაც გამარჯვება ესპანელს დარჩა.

მეოთხე სეტი დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, კარლოსმა თავისი ჩაწოდება დათმო და ზვერევმა მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა. 6:4 და ალექსანდრი ნახევარფინალშია, სადაც დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები