ტოჩინოშინის ღირსეული ჟესტი! - ყოფილ ოძეკის 4 თებერვალს გააცილებენ
4 თებერვალს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის სუმოდან გაცილების ცერემონია გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტოჩინოშინის პატივსაცემად ღონისძიებაში მონაწილეობას სახელოვანი მოქმედი და ყოფილი სუმოისტები მიიღებენ.
ქართული სუმოს ქომაგების გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გორგაძე იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს გაცილების ცერემონიაზე დასასწრებ ბილეთებს უსასყიდლოდ გადასცემს, ამისთვის კი მათ იაპონიაში მოქმედ საქართველოს საელჩოს უნდა მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს პროფესიონალურ სუმოში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. კარიერის განმავლობაში ქართველმა სუმოისტმა ერთხელ შეძლო იმპერატორის თასის მოგება და სამჯერ გახდა ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებულიც. უმაღლესი ტიტული, რომელსაც ტოჩინოშინმა სუმოს სამყაროში მიაღწია, ოძეკის წოდება იყო.