კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, ქუთაისის ტორპედო, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ გამოცდილი ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი დაიმატა. ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებთან კონტრაქტი 1+1 წლიანი სისტემით გაფორმდა.

ბიორნ იონსენს ნიდერლანდების ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის „დენ ჰაგის“, „ალკმაარისა“ და ბოლოს 2022-23 წლებში „კამბურის“ ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

„ტორპედოს“ ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა ჰართსში (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო როსენბორგსსა (2019 წელი) და მონრეალში (2021-22). ბოლოს კი სამხრეთ კორეული „სეულის“ ღირსებას იცავდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები