ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

რუსებს შეზღუდვებს შეუმსუბუქებენ? | რას აპირებს ჩეფერინი

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა Telegraph-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსული კლუბებისა და ნაკრებების დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. ჩეფერინი რუსეთის ეროვნული გუნდისა და კლუბების უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებზე დაშვებას უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებამდე არ აპირებს, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრობს.

ჩეფერინის სურს, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შეზღუდვები შეუმსუბუქოს, რათა არ დაუშვას, რომ რუს ბავშვებს ტვინი გამოურეცხონ და დასავლეთის სიძულვილი ჩაუნერგონ. ამასთან, უეფას პირველი პირი თვლის, რომ ისინი არ იმსახურებენ დაისაჯონ იმის გამო, რაც მათი ბრალი არაა. ჩეფერინის არ დაუკონკრეტებია რა სახის ცვლილებებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ უეფამ რუსული კლუბები და ნაკრებები საკუთარი ტურნირებიდან 2022 წლის შემოდგომაზე მოკვეთა. 2023 წლის სექტემბერში, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებს დისკვალიფიკაცია მოუხსნა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა და უკან დახევა მოუწია.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება