ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება

ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა, „ბორდო“ დატოვოს. ჟირონდელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და რამდენიმე მოთამაშის გასხვისებას აპირებენ და დიდი შანსია, დავითაშვილი მათ შორის იყოს.

„ბორდოსთან“ დაახლოებული გამოცემის, WebGirondins-ის ინფორმაციით, დავითაშვილის გადაბირებით ორი კლუბია დაინტერესებული. WebGirondins-ი მათ ვინაობას არ აკონკრეტებს, მაგრამ წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიიდანაა. ჟირონდელები ზურიკოს პასუხს ელოდებიან და დავითაშვილმა კლუბის ხელმძღვანელებს საკუთარი პოზიცია დღეს უნდა დაუფიქსიროს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ცნობით, „ბორდომ“ მენეჯმენტის კონტროლის ეროვნულ დეპარტამენტს (ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებს, DNCG) პირობა მისცა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ფეხბურთელთა გასხვისებით 10 მილიონ ევროს მიიღებდა. ჟირონდელებმა სტიან გრეგერსენი უკვე გაყიდეს და როგორც ჩანს, ახლა ზურიკოს ჯერი დადგა.

ცნობისთვის, 22 წლის დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 21-დან მხოლოდ 1 ტური გამოტოვა, მიზეზი ტრავმა იყო. ზურიკომ 20 მატჩში ითამაშა (16 სასტარტოში) და მის აქტივში გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდოს გამარჯვება - ზურიკოს კარგი მატჩი და გამორჩეული მომენტები
ბორდოს გამარჯვება - ზურიკოს კარგი მატჩი და გამორჩეული მომენტები