ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს გამარჯვება - ზურიკოს კარგი მატჩი და გამორჩეული მომენტები

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ბორდომ'' შინ „ვალანსიენს'' 3:1 მოუგო. 21 ტურში „ბორდომ'' 25 ქულა დააგროვა, 20 გუნდს შორის მე-13 ადგილზეა, შემდეგ ტურში ლიდერ „ანჟერს'' მიიღებს (29 იანვარი, 23:45).

ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საუკეთესო ფორმისგან კვლავ შორსაა, თუმცა გარკვეული პროგრესი შეინიშნება, ბევრს მოძრაობდა, ბურთს ხშირად ითხოვდა, ცდილობდა შეტევები გაემწვავებინა, თუმცა მის მოქმედებებს, კარისკენ დარტყმის მცდელობასა თუ მწვავე პასის შესრულებას სიზუსტე აკლდა.

„ვალანსიენის'' სასტარტოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა ითამაშა, მას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარეს გაარტყა.

მეორე ტაიმიდან აღსანიშნავია მომენტი, როცა ზურიკომ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან დაკარგა, თუმცა თამაშში დარჩა, მეტოქის შემტევებს საკუთარ საჯარიმომდე ჩამოჰყვა და საბოლოოდ ბურთი ჩაჭრა. გუნდურად ითამაშა, დაცვითი ფუნქცია შეასრულა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დაცვითი ფუნქციები კარგად შეასრულა, ამ კუთხით ზოგადად კარგი მატჩი ჰქონდა.

დავითაშვილმა 36-დან 29 პასი ზუსტად შეასრულა. მის ანგარიშზე 2 საკვანძო პასია. მინდორზე 16 ორთაბრძოლიდან 5 მოიგო, მეორე სართულზე 2-დან ორივე დათმო. დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებული იყო.

დავითაშვილის გამორჩეული მომენტები

 

მატჩის გოლები

22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 21-დან მხოლოდ 1 ტური გამოტოვა, მიზეზი ტრავმა იყო, 20 მატჩში ითამაშა (16 სასტარტოში), მის აქტივში გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები