ვესტ ჰემი, კალვინ ფილიპსი
Aa
Aa

შეთანხმების დეტალები ცნობილია - ფილიპსი ვესტ ჰემში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მან. სიტის’’ ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი კარიერას „ვესტ ჰემში’’ გააგრძელებს. ინგლისელი „ჩაქუჩებში’’ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ „ვესტ ჰემს’’ მისი გამოსყიდვა შეეძლება (იჯარა გამოსყიდვის უფლებით). 28 წლის ინგლისელი „ვესტ ჰემში’’ სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის.

ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, „ჩაქუჩებს’’ კალვინ ფილიპსის გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

„ვესტ ჰემის'' მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს კალვინთან მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შოტლანდიელისთვის ფილიპსის დამატება პრიორიტეტს წარმოადგენდა. მისი მიზანი შესრულდა, ახლა „ვესტ ჰემის'' ნახევარდაცვა გაცილებით სოლიდური გახდება.

კალვინი „ლიდსის’’ აღზრდილია, 2014 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც 2022 წლამდე თამაშობდა. 2022 წლის ივლისში „მან. სიტიმ’’ კალვინ ფილიპსი 45 მილიონ ფუნტ სტელინგად გამოისყიდა (ბონუსების ჩათვლით).

ამ სეზონში კალვინმა „მან. სიტის'' რიგებში საერთო ჯამში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო. პეპ გუარდიოლა მას არ ენდობოდა, მცირე სათამაშო დროს აძლევდა, რაც ამბიციური ფეხბურთელისთვის ცხადია მიუღებელი იყო.

„ვესტ ჰემმა'' 21 ტურში 35 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები