ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: “შემდეგ სეზონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე“

ვიქტორ ოსიმენის მომავალი კვლავ განსჯის საგანი გახდა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გამოცემა წერს, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაპოლის“ თავდამსხმელმა CBS-სთან ისაუბრა.

რა თქვა ოსიმენმა?

„ფეხბურთის გულშემატკივრების 60% ჩემი და პრემიერ ლიგის საკითხზე ლაპარაკობს. რეალურად, ჩვენ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატზე ვსაუბრობთ. ამ მომენტისთვის მსურს, რომ „ნაპოლისთან“ ერთად სეზონი დავასრულო. შემდეგ სეზონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე. უკვე მაქვს გეგმა და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.“

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და „პარტენოპეის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა(10 მილიონი ევრო წელიწადში).

ცნობისთვის, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ვიქტორის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის „ჩელსი“ იჩენდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: “ნოტინგემთან და ბრენტფორდთან გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა“
პოჩეტინო: “ნოტინგემთან და ბრენტფორდთან გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა“