ბენზემამ ალ-იტიჰადის დატოვება მოითხოვა | კარიმს დროებით წასვლა სურს
„ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ კლუბის დატოვება მოითხოვა. ფრანგული გამოცემის, AFP-ის ინფორმაციით, 36 წლის თავდამსხმელი „ალ-იტიჰადში“ წნეხს გრძნობს და სურს, ადგილსამყოფელი „დროებით“ გამოიცვალოს.
AFP-ის მიხედვით, ბენზემას საუდის არაბეთის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლის რიგებში იჯარის წესით გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ კარიმმა ამაზე უარი განაცხადა. მას კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჰქონდა და ფრანგული გამოცემის მიხედვით, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.
???? | Karim Benzema (36) has asked to leave Al-Ittihad. He has been offered the chance to go out on loan to a rival Saudi side, however, the Frenchman has rejected this proposition. (AFP)https://t.co/WCe6uWZxZ6
— Get French Football News (@GFFN) January 23, 2024
შეგახსენებთ, რომ ბენზემას მსურველთა სიას „ლიონიც“ შეუერთდა და ფრანგული კლუბის მფლობელი, ჯონ ტექსტორი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ბენზემას გასაფორმებლად გზას მიაგნოს, მაგრამ ვეტერანი ფორვარდის ხელფასი ყველაფერს ართულებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბენზემას ევროპაში დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ კარიმი ანაზღაურების დიდ ნაწილზე უარს იტყვის.
ცნობისთვის, სხვადასხვა დროს, ბენზემას „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უკავშირებდნენ. ბოლო ინფორმაციის შემდეგ, შესაძლოა, ინგლისური კლუბები გააქტიურდნენ და მისი გაფორმება სცადონ.