ტრავმა სერიოზულია - სალაჰი ინგლისში ბრუნდება
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყაროში აფრიკის თასი მიმდინარეობს. სპორტულ მედიაში „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ეგვიპტე განას უპირისპირდებოდა. მატჩის მიმდინარეობისას მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. დაზიანების გამო, მესამე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო.
Goal.Com-ის ინფორმაციით, „ფარაონი“ ლივერპულში ბრუნდება, რადგან ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. მას გამოკვლევები ესაჭიროება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს მოჰამედს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრებმა ჯგუფში სამი მატჩი გამართა, სამივე შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
რაც შეეხება სალაჰს, 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.