Whoscored-ის და Sofascore-ს ვერსიით, მამარდაშვილი 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოების, Whoscored-ის და Sofascore-ის მიხედვით, „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Whoscored-ის შეფასებით, ქართველ მეკარეს ბილბაოსთან მატჩში 7.86 ქულა ერგო, Sofascore-მა კი „მამარდას“ 8.0-ანი შეფასება მისცა.
???????? La Liga Team of the Week pic.twitter.com/SWnCTeb57q
— WhoScored.com (@WhoScored) January 23, 2024
Mamardashvili is @SofascoreINT, Goalkeeper of the matchday for game week 21 pic.twitter.com/8SOOVfNKE6
— Valenciacf in English ???? (@ValenciacfAR_En) January 23, 2024
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 21-ე ტურში, „ატლეტიკთან“ 3 სეივი შეასრულა და მატჩი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა კი მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
21 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 იანვარს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს.