ცვლილებები ტოპ 15-ში | ილია თოფურია UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა
UFC-ის ბოლო ღონისძიება გასულ უქმეებზე გაიმართა და ტორონტომ UFC 297-ს უმასპინძლა, რომლის მთავარი მოვლენაც შონ სტრიკლენდისა და დრიკუს დუ პლესის საჩემპიონო ბრძოლა იყო. UFC 297-ის შემდეგ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში სერიოზული ცვლილებები მოხდა, რომლებიც ქართველ მებრძოლებსაც შეეხოთ.
ილია თოფურია დაწინაურდა და მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადავიდა. „ელ მატადორმა“ ბრაიან ორტეგასა და არნოლდ ალენს გადაუსწრო, მასზე წინ კი იაირ როდრიგესი და მაქს ჰოლოუეი იმყოფებიან.
Movsar Evloev (@MovsarUFC) moves up four slots to No. 5 in the latest official #UFC featherweight rankings.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) January 23, 2024
The man he beat at #UFC297, Arnold Allen, falls two spots to No. 6. Additional movement sees Ilia Topuria move up to No. 3, and Brian Ortega fall to No. 4. pic.twitter.com/v86sODLUwg
მოვსარ ევლოევი, რომელმაც UFC 297-ზე ალენი დაამარცხა, ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. რუსი მებრძოლის წინსვლის გამო (ევლოევი მეცხრე იყო), ერთი საფეხურით დაქვეითდა გიგა ჭიკაძე. „ნინძა“ მერვე ადგილს იკავებდა, მოვსარის გამარჯვების შემდეგ კი მეცხრეზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ალენთან მოგებული ჩხუბის შემდეგ, ევლოევმა სურვილი გამოთქვა, რომ მისი მომდევნო მეტოქე სატიტულო ბრძოლის გამარჯვებული იყოს.