გოგლიჩიძე პრემიერ ლიგაშიც სურდათ - მჭედლიძემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა
„ემპოლის’’ ყოფილმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც საბა გოგლიჩიძეს იტალიურ კლუბში გადასვლაში დაეხმარა, Empolichannel-თან საუბრისას განაცხადა, რომ საბას მიმართ ინტერესი ინგლისიდანაც იყო.
„საბა გოგლიჩიძით ბევრი კლუბი დაინტერესდა, არა მხოლოდ იტალიური კლუბები. ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც იყო. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ „ემპოლიში’’ ჩამოვიდა. ვიმედოვნებ, გაიზრდება და წინ წავა’’.
19 წლის ცენტრალურმა მცველმა „ემპოლიში’’ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საბა გოგლიჩიძე იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში „ემპოლიმ'' შინ „მონცა'' 3:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
საბას საქართველოს 18, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ მაკედონიასთან შეხვედრა გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო