ევლოევი: „მზად ვარ ვოლკანოვსკისა და თოფურიას შორის გამარჯვებულს შევხვდე“
UFC-ის ქვე-მსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა არნოლდ ალენთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან ინტერვიუს დროს ვოლკანოვსკისა და თოფურიას საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და გამარჯვებულთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
რას ამბობს ევლოევი:
არნოლდ ალენი შესანიშნავი მებრძოლია. მისი დამარცხების შემდეგ მჯერა, რომ ამ დივიზიონში ნებისმიერთან ბრძოლა შემიძლია. საკუთარ თავს ტიტულის მომავალ პრეტენდენტად ვხედავ. ვნახოთ, ვინ მოიგებს ვოლკანოვსკისა და თოფურიას ბრძოლაში. გამარჯვებულთან შესახვედრად მზად ვიქნები. MMA-ში რეკორდი 18:0-ზე მაქვს და ეს სახუმარო არ არის.
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევმა UFC-ის გასულ ღონისძიებაზე ბრიტანელი არნოლდ ალენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს გაიმართება.