კრიშტიანუ რონალდუ, UEFA, FIFA, ოქროს ბურთი
Aa
Aa

რონალდუ: ოქროს ბურთის და FIFA-ს აღარ მჯერა, Globe Soccer Awards-ი რეალობას ასახავს

კრიშტიანუ რონალდუმ Record-თან ინტერვიუში ინდივიდუალურ ჯილდოებსა და საუდის არაბეთში არსებულ საფეხბურთო დონეზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა მორიგი ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

- ბოლო დროს იყო კამათი ოქროს ბურთისა და The Best-ის ჯილდოს შესახებ. რას ფიქრობთ ამაზე?

„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდოები გარკვეულწილად უკვე ავტორიტეტს კარგავს. მთელი სეზონი უნდა გავაანალიზოთ. ეს არ ნიშნავს რომ მესი პრიზს არ იმსახურებდა. ან თუნდაც ჰოლანდი, მბაპე.

მე უბრალოდ აღარ მჯერა ამ ჯილდოების და არა იმიტომ, რომ Globe Soccer Awards-ი მოვიგე. ფაქტია, ციფრები არსებობს და არ იტყუებიან. ისინი ვერ წამართმევენ მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირის პრიზს, რადგან ეს რეალურია. და ეს უფრო მახარებს, რადგან ციფრები ფაქტებს ადასტურებენ“.

- მოიგებს რონალდუ ოქროს ბურთს ან The Best-ის ჯილდოს?

„ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველ რიგში კლუბზე და ეროვნულ გუნდზე ვფიქრობ. ჯილდოები კლუბთან და ნაკრებთან კარგი სეზონის შემდეგ მოდის. მართალი გითხრათ, ამაზე დიდად არ ვფიქრობ“.

- გაწუხებთ ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატს ნაკლები ყურადღება ექცევა? მაგალითად, ლიონელ მესიმ ცოტა ხნის წინ მოიგო The Best-ი, თუმცა მან თითქმის მთელი წელი აშშ-ში MLS-ში ითამაშა, რომელიც ასევე არც თუ ისე პოპულარული ლიგაა ევროპაში...

„ამას მიჩვეული ვარ. მე ვიცი, როგორ მუშაობს ყველა ეს ორგანიზაცია. მართალი გითხრათ, არ მიყურებია The Best-ის დაჯილდოების ცერემონიისთვის“.

- დაბრუნდებით, თუ არა თქვენს მშობლიურ პორტუგალიურ ლიგაში?

„ამის მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ, რადგან, როგორც ვთქვი, მსურს ალ-ნასრში დავრჩე წელსაც და მომავალ წელსაც. ბედნიერი ვარ საუდის არაბეთში ყოფნით. აქ კარგად მექცევიან, ამ ჩემპიონატს დიდი პოტენციალი აქვს. და ის გააგრძელებს ზრდას.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჩინეთს ჰგავს, მაგრამ არა, აქ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. საუდის არაბეთმა უზრუნველყო 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რაც ნიშნავს, რომ აქ შიდა ჩემპიონატი გაგრძელდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში საუდის არაბეთი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებს შორის იქნება“,

- განაცხადა რონალდუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო ხვიჩასთან? - ჟოზე ლაურენტისთან მოლაპარაკებას გამართავს
მოურინიო ხვიჩასთან? - ჟოზე ლაურენტისთან მოლაპარაკებას გამართავს