რასისტული შეძახილები - უდინეზე მილანი დროებით შეწყდა
სერია A-ს 21-ე ტურში „მილანმა“ „უდინეზეს“ სტუმრად 3:2 მოუგო. სტეფანო პიოლის გუნდმა 83-ე წუთიდან „ქამბექი“ შეასრულა და მნიშვნელოვანი სამი ქულა გაიფორმა, თუმცა მატჩში ერთი მეტად არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.
შეხვედრა 33-ე წუთზე შეწყდა და ამის მიზეზი ადგილობრივი ქომაგების მხრიდან „როსონერის“ მეკარის მაიკ მენიოს მისამართით რასისტული შეძახილები იყო
მენიომ მთავარ მსაჯს ამის შესახებ აცნობდა. არბიტრმა ფრანგის მოსმენის შემდეგ მატჩის შეწყვეტა და გუნდების სათადარიგოთა სკამებზე გადაყვანა გადაწყვიტა.
ამავე დროს, აღშფოთებული მენიო გასახდელში შევიდა და ხელთათმანები გაიხადა. მისმა გუნდელებმა საბოლოოდ იგი დაარწმუნეს, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო. თამაში 39-ე წუთზე განახლდა.
„ფრიულის“ დიქტორმა გულშემატკივრებს აცნობა, რომ თუ რასისტული შეძახილები განმეორდებოდა, მატჩი გაუქმდებოდა.
Mike Maignan and his AC Milan team-mates walked off the pitch briefly following abuse directed at the goalkeeper from the stands.
— Football on TNT Sports (@footballontnt) January 20, 2024
We all are with you, Mike! ❤️ pic.twitter.com/ER2PnXs7pt