სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„ხასიათი გამოვავლინეთ“ - პიოლი უდინეზესთან მატჩის შემდეგ

სერია A-ს 21-ე ტურში „მილანმა“ „უდინეზეს“ სტუმრად 3:2 მოუგო. სტეფანო პიოლის გუნდმა 83-ე წუთიდან „ქამბექი“ შეასრულა და მნიშვნელოვანი სამი ქულა გაიფორმა.

პიოლიმ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და გამარჯვება შეაფასა.

„პირველ ტაიმში ერთზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ სამაგიეროდ ორი გოლი გავუშვით, რაც ცხოვრებას გვირთულებს. მაგრამ თუ განაგრძობ თამაშს, გჯერა საკუთარი თავის და შენი პარტნიორების, შეგიძლია თამაში შეცვალო.

ველოდით, რომ მატჩი რთული და დამქანცველი იქნებოდა, მაგრამ სწორი დამოკიდებულება გამოვავლინეთ, ხასიათი გამოვაჩინეთ და საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ.

ჩვენ უნდა ვიაროთ მატჩიდან მატჩამდე და ვეცადოთ რაც შეიძლება ხშირად გავიმარჯვოთ, რათა რბოლაში დავრჩეთ. ინტერმა და იუვენტუსმა ისეთი იმპულსი მოიპოვეს, რომ ძნელია წინასწარ ჩემპიონობაზე ვიფიქროთ - ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ წინსვლა და ვნახოთ რა მოხდება", - განაცხადა „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა.

21 ტურის შემდეგ, „როსონერის“ 45 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს საგოლე პასი ნიცასთან - ბორდო საფრანგეთის თასიდან გამოვარდა
ზურიკოს საგოლე პასი ნიცასთან - ბორდო საფრანგეთის თასიდან გამოვარდა