ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ყველაზე მაღალი შეფასება - მამარდას მე-7 მშრალი მატჩი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება

ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიამ’’ „მესტალიაზე’’ ბილბაოს „ატლეტიკი’’ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე თავური დარტყმით უგო დურომ გაიტანა. „ვალენსიამ’’ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურების’’ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. უშეცდომო და დამაჯერებელი იყო. გამოსარჩევია 79-ე წუთის ეპიზოდი, როცა გიორგი მამარდაშვილმა უნაი გომესის რთული დარტყმა აიღო.

whoscored-მა ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება ქართველს დაუწერა - 7,86.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 21-ვე ტურში ითამაშა, კარი მშრალად შვიდ შეხვედრაში შეინახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ყველა ტურნირის გათვალისწინებით ესპანურ კლუბში 84 მატჩი ჩაატარა, 84-დან 25 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

ლა ლიგის 22-ე ტურში „ვალენსია’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ ესტუმრება (29 იანვარი, 00:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები