ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ბეტისი
Aa
Aa

ჩავი: “სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად ვხვდებით“

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის „ბარსელონა“ კრიზისშია და რამდენიმე დღის წინ სუპერ თასის ფინალში „რეალთან“ წააგო.

„ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელს ჩავი ერნანდესს სჯერა, რომ ბარსას კვლავ შეუძლია ტიტულებისთვის ბრძოლა. ამ საკითხზე „ბეტისთან“ გასამართი მატჩის წინ ისაუბრა.

ჩავი:

„სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად ვხვდებით. სიტუაცია ადვილი არ არის, რადგან სატურნირო ცხრილის ლიდერებთან დიდი უფსკრულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაბრუნება და ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამას აუცილებლად ვეცდებით.

ჩემი სამსახური? იმ დღეს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები აღარ დამიჯერებენ ბარგს ჩავალაგებ და წავალ, ან როცა ვინმე მეტყვის წადიო წავალ პრობლემა არ არის.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგაში 41 ქულა აქვს. „ჟირონას“ 49, ხოლო „სამეფო კლუბს“ 48, თუმცა „ბლაუგრანას და „რეალს“ „ჟირონაზე“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ცნობისთვის, „ბეტისისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იორკი: “ანტონი ვერ ხვდება, რომ ვეღარ თამაშობს, უნდა წავიდეს“
იორკი: “ანტონი ვერ ხვდება, რომ ვეღარ თამაშობს, უნდა წავიდეს“