მანჩესტერ იუნაიტედი, ანტონი
Aa
Aa

იორკი: “ანტონი ვერ ხვდება, რომ ვეღარ თამაშობს, უნდა წავიდეს“

როგორც მოგეხსენებათ, სექსუალური ძალადობის ბრალდების და აგორებული სკანდალის შემდეგ, ანტონი იდეალური ფორმისგან ძალიან შორს არის. ბრაზილიელ გარემარბს თითქმის ყველა აკრიტიკებს. გამონაკლისი არც დუვაით იორკი გახლავთ, რომელმაც „იუნაიტედს“ ანტონის გაყიდვა ურჩია.

რა თქვა იორკმა?

„მინახავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ საკუთარი კვალის დატოვება და ისტორიის დაწერა სურდათ. იყვნენ ბევრნი, რომლებმაც ეს შეძლეს. ვუყურებ „იუნაიტედის“ დღევანდელ ფეხბურთელებს და მსგავსს ვერაფერს ვხედავ. ჯერ კიდევ მიკვირს, თუ რატომ ვსაუბრობთ ანტონიზე. გახსოვთ? ის 85 მილიონი ფუნტი დაჯდა.

ყოველთვის ჩნდება კითხვები, როდესაც ამხელა თანხას იხდი, თანაც გადამხდელი „მანჩესტერ იუნაიტედია.“ ამ გუნდის ფეხბურთელებს ყოველთვის მიკროსკოპით აკვირდებიან. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ანტონია, უნდა ხვდებოდეს, რომ ვერ თამაშობს. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ანტონი უნდა გაყიდონ.“

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი გარემარბი „იუნაიტედმა“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2022 წელს „აიაქსიდან“ იყიდა. 2022 წლიდან დღემდე, ანტონი „მანჩესტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემანუელ პეტი: „მბაპეს გრიზმანზე მაღლა არ ვაყენებ“
ემანუელ პეტი: „მბაპეს გრიზმანზე მაღლა არ ვაყენებ“