შავი ლომი, კლერმონი
Aa
Aa

კლერმონის სრული დომინაცია - შავი ლომი ფრანგულ გრანდთან განადგურდა

რაგბიში, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „შავი ლომი’’ „მიხეილ მესხზე'' ფრანგულ გრანდთან, „კლერმონთან’’ განადგურდა - 3:36.

პირველი ტაიმი „კლერმონმა’’ დამაჯერებლად მოიგო, სტუმართა უპირატესობა თვალშისაცემი იყო - 3:17. თამაში მეორე ტაიმშიც იდენტური სცენარით გაგრძელდა, ქართველ მორაგბეებს ვითარების გამოსწორების მინიმალური შესაძლებლობაც არ ჰქონიათ.

„შავი ლომის'' მორაგბეებმა ამ შეხვედრაში ლელო ვერ დადეს, თავი მხოლოდ ლუკა მატკავამ გამოიჩინა, რომელმაც პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მატკავას ჯარიმით გაჩენილი მცირე იმედი „კლერმონმა'' ერთ წუთში გააქრო, 36-ე წუთზე სტუმრებმა ლელო დადეს და თამაშის ბოლომდე სრულ უპირატესობას ფლობდნენ.

 

მესამე ჯგუფში „შავი ლომის'' მორაგბეებმა 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდნენ და ფლეი-ოფში ვერ გავიდნენ, ტურნირს დაემშვიდობნენ.

„შავი ლომის'' შემადგენლობა „კლერმონთან''

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

ფოტო: „შავი ლომის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები