კრიშტიანუ რონალდუ, საუდის არაბეთი, ალ-ნასრი
Aa
Aa

რონალდუ: 38 წლის ვარ და კვლავ ყველაზე მეტი გავიტანე

კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაზე და განვლილ გზაზე არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

„კრიტიკა? 22 წელია რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ. ეს ჩემი მოგზაურობის ნაწილია. მე ყოველთვის ვუმკლავდებოდი ამას. გავხდე უკეთესი ფეხბურთელი, უკეთესი ადამიანი, უკეთესი მამა.

მომწონს, როცა ჩემში ეჭვი ეპარებათ და მე ვუმტკიცებ მათ, რომ არასწორები არიან. გასულ სეზონში იყო სირთულეები, მაგრამ მიხარია, რომ მათ წინაშე დავდექი, რადგან მათ ძალა მომცეს.

და თქვენ ნახეთ, რომ გასული წელი შესანიშნავი იყო. ბომბარდირი გავხდი. წარმოიდგინეთ, როგორია ისეთ მხეცებს, ახალგაზრდა ლომებს შეეჯიბრო, როგორიცაა, ვთქვათ, ჰოლანდი. ამ ასაკშიც კი ყველაზე მეტი გავიტანე.

ასე რომ, მე ვამაყობ. მალე 39 წლის გავხდები და ჯერ კიდევ კარგად ვგრძნობ თავს. როდის დავასრულებ კარიერას? არ ვიცი. ვცხოვრობ დღევანდელი დღით, მომენტით. ახლა კარგი მომენტია, თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ კიდევ შემიძლია გოლების გატანა, დავეხმარო ჩემს გუნდს, დავეხმარო ჩემს ეროვნულ ნაკრებს. ასე რომ, მე ვაგრძელებ.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდის დავამთავრებ კარიერას. რა თქმა უნდა, ეს მალე მოხდება. ათი წლის შემდეგ. ვხუმრობ“.

- განაცხადა რონალდუმ  Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა, რატომ?
მარადიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა, რატომ?