„ვიცი, ცდილობ თავი ამარიდო“ | ჭიკაძემ ემეტი კიდევ ერთხელ გამოიწვია
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ჯოშ ემეტი, რომელთან ჩხუბზეც უარის თქმა მოუწია, კიდევ ერთხელ გამოიწვია. „ნინძამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ამერიკელ მებრძოლს UFC 300-ზე ჩხუბი შესთავაზა.
„ჯოშ, ვიცი, რომ ცდილობ, თავი ამარიდო და რეიტინგში ჩემზე მაღლა მყოფ მებრძოლს ეჩხუბო, მაგრამ ბრძოლა ყველას ჩანიშნული აქვს. ყველას! UFC 300-ის ქარდი ისტორიაში დარჩება. არავითარი დრამა. მოდი, ვიჩხუბოთ და შოუ უფრო საინტერესო გავხადოთ“.
@JoshEmmettUFC Hey Josh, I know you’re trying to avoid me and fight someone higher ranked, but everyone is booked, EVERYONE!
— GIGACHAD (@giga_chikadze) January 16, 2024
300 card is something that will stay in History. No drama, let’s just fight and make the show more entertaining! LMK@ufc
გიგა ჭიკაძე და ჯოშ ემეტი ერთმანეთს 2023 წლის 17 დეკემბერს, UFC 296-ზე უნდა შეხვედროდნენ, თუმცა „ნინძამ“ ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლას ჩაეხსნა, მის მაგივრად კი ჯოშ ემეტს ბრაის მიტჩელი შეხვდა, რომელსაც 38 წლის მებრძოლმა ბრუტალური ნოკაუტით მოუგო.