ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

ევლოევი თოფურიაზე წინ | UFC-ის საუკეთესო მებრძოლები, რომლებსაც წაგება არ აქვთ

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 297 გახლავთ, რომლის მთავარი მოვლენაც, შონ სტრიკლენდისა და დრიკუს დუ პლესის საჩემპიონო ბრძოლაა. ტრადიციულად, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, აწონვების ცერემონია გაიმართა, რომლის პარალელურადაც, UFC-ის იუთუბ არხზე UFC 297: Official Weigh-in Show მიმდინარეობდა.

გადაცემის წამყვანთა შორის UFC-ის ლეგენდარული მებრძოლები, კრის უაიდმენი, დანიელ კორმიე და დომინიკ კრუზი არიან. მათ სთხოვეს, დაესახელებინათ UFC-ის საუკეთესო მებრძოლები, რომლებსაც კარიერაში არც ერთი მარცხი არ აქვთ.

კრის უაიდმენის არჩევანმა MMA-ის ბევრი ქომაგი გააკვირვა. მან ილია თოფურია, რომელსაც შანსი აქვს, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს, მეოთხე ადგილზე გაიყვანა, ხოლო პირველი პოზიცია მოვსარ ევლოევს მიაკუთვნა. კორმიეს ხუთეულში „ელ მატადორი“ მეოთხეზეა და მასზე წინ შავკატ რახმანოვი, ხამზატ ჩიმაევი და ტატიანა სუარესი იმყოფებიან. დომინიკ კრუზს რაც შეეხება, მან ილია ხუთეულში საერთოდ არ შეიყვანა და ბო ნიკალი, შავკატ რახმანოვი, ლერონ მერფი, მოვსარ ევლოევი და იან გერი გამოარჩია.

შეგახსენებთ, რომ დუ პლესი და სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ. ბუკმეკერთა აზრით, სტრიკლენდი მცირე ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე