შესაძლოა სასამართლო პროცესი დაიწყოს | გამოძიება ოსიმენის ტრანსფერზე
იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, რომის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის საქმეზე გამოძიება დაასრულა და შესაძლოა, „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. სამართალდამცველები დე ლაურენტისს ფინანსური ანგარიშების გაყალბებასა და ფეხბურთელთა ფასების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებენ.
ნიგერიელი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ 2020 წელს, „ლილიდან“ 71 მილიონ ევროდ გადავიდა. ფრანგულმა მხარემ 50 მილიონი მიიღო, 21 მილიონად კი ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები, ორესტის კარნეზისი, კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგუორი შეფასდნენ. ისინი „ლილის“ მოთამაშეები ოფიციალურად გახდნენ, მაგრამ ფრანგული კლუბის მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.
„ლილი“ ოთხივე ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. იტალიელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კლუბების მიზანი იყო, ტრანსფერის თანხის ნაწილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიეწერათ, რათა ფინანსურ ფეარ პლეიში მათი ასახვა არ მომხდარიყო.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, კლაუდიო მანცი, „ვირტუს ენტელამ“ 120 000 ევროდ შეიძინა, როცა „ნაპოლისა“ და „ლილს“ შორის შემდგარ გარიგებაში მის ფასად 4 მილიონი ევრო იყო მითითებული.