მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი - მეცმა ამხანაგური მატჩი მოიგო
„მეცმა'' ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგული „ესპერანჟი'' 4:1 დაამარცხა. ფრანგული კლუბის მხრიდან გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ასევე, მის აქტივში 1 საგოლე პასია.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მომდევნო ტურში „მეცის'' მეტოქე მეორეადგილოსანი „ნიცაა''. მიქაუტაძის გუნდი ამ შეხვედრას სტუმრად გამართავს (27 იანვარი, 20:00).
„მეცმა'' ლიგა 1-ის ბოლო ხუთ ტურში ყველა მატჩი დათმო, 18-გუნდიან ჩემპიონარში 16 ქულით მე-15 ადგილზეა.
შეგახსენებთ, „აიაქსში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა „მეცში'' დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ლიგა 1-ის გასულ ტურში „ტულუზასთან'' ჩაატარა. ამ მატჩში მიქაუტაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.