კონსტანტინ მარადიშვილი, მოსკოვის ლოკომოტივი
Aa
Aa

მარადიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა, რატომ?

ნიჟნი ნოვგოროდის „პარის“ ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივის“ საკუთრებაა, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზე ისაუბრა.

– ურალის პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა განაცხადა, რომ გარდამავალ პრობლემას საქართველოს პასპორტთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა დაემატა. მიიღეთ ის?

„დიახ, ჯერ კიდევ სექტემბერში. მაგრამ ამ დროისთვის ნაკრებში თამაშის საკითხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. განაცხადი ფიფაში შევიდა. ახლა პასუხს ველოდები. ფედერაციაში აცხადებენ, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გრძელდება, გარკვეული დროა საჭირო“.

- რამ იმოქმედა თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე საქართველოს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით?

„ვიზრდები, ნელ-ნელა ყველაფერს გადააზრებას ვახდენ, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა!“

- ქართულ ენასთან როგორ ხართ?

„ცოტა მძიმედ. ახლა გუნდს შევუერთდი, სადაც ისინი დამეხმარებიან. ქუთათელაძე საერთოდ გენიოსია, რომელიც თავისუფლად ფლობს ოთხ ენას: რუსულს, ქართულს, ინგლისურს და ფრანგულს! ინგლისურს ვსწავლობ, მაგრამ ადვილი არ არის, თუმცა კარგად ვლაპარაკობ. მაგრამ ოთხი ენა, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული დონეა“.

- საქართველოს ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის არ გეშინია?

„მამაჩემის მხრიდან, ჩემი ყველა ნათესავი ქართველია. რატომ არ შემიძლია საქართველოს ნაკრებში თამაში? და მე უკვე მოვისმინე იმდენი ნეგატივი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხანდახან შევდივარ ინტერნეტში რაღაცის წასაკითხად, მაგრამ ამას იუმორით ვუდგები“.

- მამაშენმა რა თქვა, როცა თქვი, რომ მზად იყავი საქართველოს ნაკრებისთვის გეთამაშა?

„იგი ბედნიერი იყო, ბავშვობიდან უნდოდა ეს, რომ ამ ქვეყნისთვის მეთამაშა. ახლა აღმოჩნდა ისე, რომ, ალბათ საქართველოს ნაკრებში თამაშს მოვახერხებ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. მაგრამ მე ისევ ვეცდები ვარჯიშზე და თამაშებში დავამტკიცო, რომ ყველა საჭირო თვისება მაქვს“,

- განაცხადა მარადიშვილმა sport-express-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომის დაწყებამდე აქცენტი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ჰქონდა. 23 წლის ფეხბურთელს რუსეთის U20 და U21-ების ნაკრებებში 10-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებს ვანახე, რომ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ“ - მაცარი ახალ ტაქტიკაზე
„ბიჭებს ვანახე, რომ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ“ - მაცარი ახალ ტაქტიკაზე