ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„მეორე ტაიმში წინ წავწიე, მაგრამ...“ | რა თქვა მაცარიმ ხვიჩაზე და ფიორესთან მატჩზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა და იტალიის სუპერ თასზე, „ფიორენტინასთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ თავკაცმა შეცვლილ ტაქტიკასა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გაამახვილა ყურადღება.

„კვარაცხელია 4-3-3 ტაქტიკაშიც იმავეს აკეთებს, რაც დღეს გააკეთა (ნაპოლიმ ფიორენტინასთან 3-4-2-1-ით ითამაშა). ლუჩანო სპალეტის გუნდი რომ გაიხსენოთ, მიხვდებით, რომ ხვიჩა დაცვაში უფრო მეტს მუშაობდა და პრაქტიკულად, განაპირა უკანახაზელი იყო. ჩემს გუნდში, ის წინ ხშირად რჩება და მინდა, შეტევაში უფრო მკაფიო იყოს.

გასული სეზონის მსგავსად, როცა ნაპოლი შესანიშნავ მეტოქეებს ხვდებოდა, ხვიჩა გუნდს დღესაც დაეხმარა. მეორე ტაიმში, იგი წინ წავწიე და ჯოვანი სიმეონეს უკან დავაყენე, მაგრამ ფიორენტინა ყურადღებით იყო და კარგად აიყვანა.

მატჩს რაც შეეხება, ფიორე ძალიან კარგი გუნდია და ვნახე, რომ იტალიის ჩემპიონატში დანაკლისის გარეშე მოასპარეზე ნაპოლის სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვეცადე, მეპოვა გზა, რომლითაც მათ შევაჩერებდით და ტაქტიკის ცვლილებამდე მივედი. საგანგებო მდგომარეობაში ვიყავით და ბიჭების რეაქციით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებს სჯეროდათ, რომ გავიმარჯვებდით და ჩემი დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს.

ტაქტიკა? მინდა, 4-3-3-ით ვითამაშო, როცა სრული შემადგენლობა გვეყოლება. დღეს, 6-7 ფეხბურთელი გვაკლდა და იმავე ტაქტიკას ვერ გამოვიყენებდით. 23-წლიანი კარიერის შემდეგ, მივხვდი, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასე კარგად ასპარეზობს, რაღაც უნდა მომემოქმედებინა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ფინალურ შეხვედრას 22 იანვარს გამართავს და „ლაციოს“ ან „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე დაბალი - რა შეფასება მიიღო კვარამ ფიორენტინასთან მატჩში
ყველაზე დაბალი - რა შეფასება მიიღო კვარამ ფიორენტინასთან მატჩში