ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე დაბალი - რა შეფასება მიიღო კვარამ ფიორენტინასთან მატჩში

საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 72 წუთი გაატარა. კვარას რამდენიმე ეფექტური მომენტი ჰქონდა. საგოლე შეტევაც მან წამოიწყო და „პრეასისტიც“ შეასრულა. ქართველ შემტევს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მომენტები არ ჰქონია და შედარებით ინერტული თამაში ჰქონდა. Sofascore-მა მას მარიო რუისთან ერთად ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა - 6.4.

მატჩი და მოთამაშეები Flashscore-მაც შეაფასა. მათი ვერსიითაც ყველაზე დაბალი შეფასება რუიმ და კვარამ მიიღეს - 6.5

კვარას ყველა მომენტი ფიორენტინასთან

„ნაპოლიმ“ ამ შეხვედრაში ახალი სქემით ითამაშა და ვალტერ მაცარიმ გუნდი 3-4-2-1 მონახაზით ათამაშა. რამდენიმეწლიანი 4-3-3-ის შემდეგ, ასეთ მოკლე დროში ნეაპოლელებს ახალ სისტემასთან ადაპტირება გაუჭირდათ და ეს თამაშიდანაც მარტივად შეიმჩნეოდა. გუნდს მომენტების შექმნა უჭირდა, თუმცა საკუთარ კარსაც კარგად იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაცარიმ შეცვლები დროულად გააკეთა და გამოიცნო კიდეც. ალესიო ძერბინიმ მოედანზე შესვლიდან სამ წუთში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი ორშაბათს 22 იანვარს გაიმართება. „ნაპოლის“ მეტოქე „ინტერი“ ან „ლაციო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე