ფილიპსი მზადაა იჯარით ბარსელონაში გადავიდეს
კალვინ ფილიპსი მზადაა „მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსელონაში“ იჯარის წესით გადავიდეს.
Diario Sport-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს მიაჩნია, რომ ფილიპსის სათამაშო თვისებები გუნდის საჭიროებებს შეესაბამება. ნახევარმცველს „ბარსელონაში" იჯარის ვარიანტიც მოსწონს, მაგრამ „ბლაუგრანასთვის" ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება.
კლუბი ინგლისელის რეგისტრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ვინმეს გაყიდის ან დახურავს გარიგებას Barca Studios-ის აქტივების გაყიდვაზე უახლოეს მომავალში.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა“ ფილიპსის გაფორმებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იჯარა უფასო იქნება და მხოლოდ ხელფასის ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. თუმცა, ასეთი პირობები „მანჩესტერ სიტის“ არ აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ ფილიპსის გასაფორმებლად ბრძოლაში ფავორიტი „ვესტ ჰემია“, რომელიც მზადაა იანვარში სრულფასოვანი ტრანსფერი გაჩარხოს.