მიულერი: დღევანდელი ფეხბურთი ჩემთვის ზედმეტად რბილია, სიმკაცრეს მისი ხიბლი აქვს
ტომას მიულერი თვლის, რომ დღევანდელი ფეხბურთი ზედმეტად რბილია. გერმანელის აზრით, მეტი სიმკაცრეა საჭირო, რაც ფეხბურთელებისთვის შედეგის მომტანია.
„აქ, ბაიერნში, ჩვენ ვართ საფეხბურთო კვების ჯაჭვის სათავეში. ეს ფრაზა - „ის კარგად არ იღებს მწვრთნელის გადაწყვეტილებას", - ჩვენთან არ არსებობს.
გულწრფელი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ დღევანდელი ფეხბურთი ხანდახან ძალიან რბილია ჩემთვის. სიმკაცრეს თავისი ხიბლი აქვს. ეს არ უნდა იყოს არაადამიანური, მაგრამ მწვრთნელებს უნდა მიეცეთ საშუალება გამოიჩინონ გარკვეული სიმკაცრე თავიანთ მოთამაშეების წინაშე.
როგორც მოთამაშეს, უნდა შეგეძლოს ამის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შორს ვერ წახვალ“,
- განაცხადა ბაიერნის ნახევარმცველმა Bild-თან ინტერვიუში.
მიულერმა ევრო 2024-ის შესახებაც ისაუბრა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ. როგორც ითქვა, გერმანულ ფეხბურთში ჩართულმა ყველა ადამიანმა და განსაკუთრებით ჩვენ ფეხბურთელებმა ქედმაღლობა უნდა შევასუსტოთ.
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი დონის გუნდები, როგორიც არის მაგალითად ავსტრია, მაგრამ ჩვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს გამარჯვებები თავისით არ მოვა. ჩვენ დავკარგეთ განცდა, რომ გერმანელმაც კი მოედანზე ყველა ეპიზოდში ყველაფერი უნდა გააკეთოს“,
- განაცხადა მიულერმა.