იაირ როდრიგესი: „თოფურიას არ აქვს ის, რაც ვოლკანოვსკის დასამარცხებლადაა საჭირო“
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. „ელ პანტერამ“ საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა.
„ვფიქრობ, ვოლკანოვსკის უფრო მეტი და უკეთესი უნარები აქვს, ვიდრე თოფურიას. ილია კარგი მებრძოლია, მაგრამ მგონია, რომ არ აქვს ის, რაც ამ ბრძოლაში გასამარჯვებლადაა საჭირო. ილია უბრალოდ ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ერთადერთი, რაც ვოლკანოვსკის გამარჯვების შანსებს ამცირებს, არის ის, რომ იგი ისლამ მახაჩევთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონზე ძალიან სწრაფად ბრუნდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნოკაუტით დამარცხდა. ვიცი, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრაცია სურს, მაგრამ მის ადგილას, უფრო გრძელ პაუზას ავიღებდი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) UFC 298-ზე გიამართება.