„მოურინიო გამორიცხულია, ოსიმენს 90%-ით გაყიდიან“ - ფედელე ნაპოლის შესახებ
იტალიელი საფეხბურთო ანალიტიკოსი ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და აურელიო დე ლაურენტისის გეგმებზე თავის მოსაზრებას აფიქსირებს.
„მოურინიო ნაპოლის მწვრთნელად? ის არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელები სჭირდება. ხალხს მასთან მუშაობა მოსწონს, ქომაგები მასზე გიჟდებიან, თუმცა ის საფეხბურთო ინსტრუქტორი არ არის. ჟოზე მოურინიო ამ ეტაპზე ნაპოლისთან არაფერ შუაშია.
ნაპოლიმ ტრაორესა და ნგოგეს სახით პერსპექტიული ფეხბურთელები დაიმატა. შემიძლია 90%-ით ვთქვა, რომ კლუბი ზაფხულში ოსიმენს გაყიდის. გუნდი ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს.
ნაპოლის საფეხბურთო ინსტრუქტორი სჭირდება, ძლიერი მმართველი და არა უბრალო მენეჯერი“.
- განაცხადა ფედელემ რადიო Marte-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი მაცარის დიდად არ ენდობა და ზაფხულში გუნდისთვის ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. სიაში ანტონიო კონტე და სტეფანო პიოლის გვარებიც გვხვდება. ასევე გაიჟღერა მოურინიოს ვარიანტმაც.