ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დანიელ კორმიე
Aa
Aa

„თოფურიასთან ჩხუბამდე, შენს წონაში მიიყვანე საქმე ბოლომდე“ | კორმიე ომალის მიმართავს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დანიელ კორმიე შონ ომალის განცხადებებს გამოეხმაურა. „შუგა“ დარწმუნებულია, რომ მომდევნო ბრძოლაში, რომელსაც მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართავს, გაიმარჯვებს და თუ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთანაც იგივე გააკეთა, სურს, მასთან იჩხუბოს, რადგან მისი მიზანი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაა. კორმიემ ამ თემაზე ESPN-თან ისაუბრა და ომალის მოუწოდა, „ელ მატადორთან“ ჩხუბზე ფიქრს თავი დაანებოს.

„ომალის განცხადებებს იმიტომ კი არ ვეწინააღმდეგები რომ, ძალიან შორეული პერსპექტივაა, პრობლემა ის გახლავთ, რომ თავის წონით დივიზიონში საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი. როცა საუბარი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაზე მიდის, მებრძოლებს ჰგონიათ, რომ სხვა წონაში გადასვლა, საკუთარ დივიზიონში საქმის ბოლომდე მიყვანის გარეშე შეუძლიათ.

ტიჯეი დილაშოუმ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ქამარი რამდენჯერმე დაიცვა და მეორე ტიტულისთვის მხოლოდ ამის შემდეგ იჩხუბა. ჰენრი სეხუდო, ამანდა ნუნიესმა და მეც იგივე გავაკეთეთ. ერთადერთი გამონაკლისი კონორ მაკგრეგორი იყო, მაგრამ ყველა კონორი ვერ იქნება.

როცა ისრაელ ადესანია იან ბლახოვიჩს ეჩხუბა, საკუთარ წონით დივიზიონში ქამარი უამრავჯერ ჰქონდა დაცული. ჩემი აზრით, შენს წონაში ფუნდამენტი უნდა შექმნა და შემდეგ უნდა იფიქრო მეორე ქამარზე. თოფურიასთან ჩხუბამდე, ტიტული რამდენჯერმე უნდა დაიცვას და სუპერ მსუბუქ წონაში რამდენიმე მებრძოლი დაამარცხოს“.

ცნობისთვის, ერთ-ერთი, ვინც ომალის აქტიურად იწვევს, მერაბ დვალიშვილია. „მანქანა“ მომდევნო ჩხუბს ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს და თუ გაიმარჯვა, ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი გახდება, მაგრამ შესაძლოა, სატიტულო ბრძოლის მისაღებად საკმარისი ესეც არ აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე