აურელიო დე ლაურენტისი, ჟოზე მოურინიო, ჟორჟე მენდეში
Aa
Aa

მოურინიო ნაპოლისაც შესთავაზეს | როგორი იყო დე ლაურენტისის პასუხი

„რომას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აგენტი, ჟორჟე მენდეში საკუთარი კლიენტისთვის ახალ გუნდს ეძებს. გუშინ, დაიწერა, რომ მენდეშმა „მოუს“ დანიშვნა „ბარსელონას“ შესთავაზა, დღეს კი გაირკვა, რომ „ბლაუგრანა“ ერთადერთი კლუბი არ ყოფილა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, კარლო ალვინოს ინფორმაციით, რომელიც ნეაპოლელებთან დაახლოებული პირია, მენდეში „ნაპოლისაც“ დაუკავშირდა. აგენტსა და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ალვინოს მიხედვით, მენდეშს სურდა, გაეგო, „პარტენოპეის“ პირველი პირი მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე რა აზრის იყო. „მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება“, - დაახლოებით ასეთი გახლდათ დე ლაურენტისის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მოურინიოს დანიშვნის იდეას ვეტო დაადო. „ნაპოლის“ რაც შეეხება, ბოლო პერიოდში, იტალიურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „პარტენოპეი“ ვალტერ მაცარის გათავისუფლებასა და ახალი თავკაცის მოყვანაზე ფიქრობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე
„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე