ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე პანეთოლიკოსში გადავიდა
საქართველოს ნაკრების მცველი, ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის გუნდ „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ბერძნულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
Welcome Jimmy ????????#Panetolikos #Newtransfer pic.twitter.com/76pzZYEyIh
— Panetolikos FC (@FC_Panetolikos) January 18, 2024
შეგახსენებთ, ჯიმი ტაბიძე „პანეტოლიკოსში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, ლევან შენგელიას თანაგუნდელი იქნება.
27 წლის მცველი ბოლოს თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სხვადასხვა წლების განმავლობაში ჯიმი ტაბიძე „საბურთალოს“, „გენტის“, „უფასა“ და „კორტრიკსის“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტაბიძეს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.