ანზორ მექვაბიშვილი, კრაიოვას უნივერსიტატია
Aa
Aa

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი რუმინულ „კრაიოვას“ უახლოვდება. რუმინული სააგენტო iAMsport-ის მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.

სახელდება ფასიც, რომელიც „კრაიოვამ“ თბილისის „დინამოს“ გადაუხადა. ამავე სააგენტოს მტკიცებით, რუმინელებს მექვაბიშვილის ტრანსფერი 750 ათასი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 112 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მექვაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება „კრაიოვას“, რუმინული კლუბი შიდა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ FCSB-ს 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები