ერლინგ ჰოლანდი, ჯონ ობი მიკელი
Aa
Aa

ობი მიკელი: მესი სხვა პლანეტიდან არის, რონალდუ ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ეჯიბრებოდა

ლონდონის „ჩელსისა“ და ნიგერიის ნაკრების ყოფილი ჩამშლელი ჯონ ობი მიკელი FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიასა და ლეო მესის გამარჯვებას გამოეხმაურა.

- როგორ ფიქრობთ, მესი დამსახურებული გამარჯვებულია?

 „დიახ, საპატიო და დამსახურებული. ეს უკვე ვთქვი: ბრძოლა 20 წელზე მეტია მიმდინარეობს და მათ (მესის და რონალდუს) წინააღმდეგ თამაშობდნენ შესანიშნავი, ფანტასტიკური მოთამაშეები. მესი და რონალდუ... კრიშტიანუმ ბევრს მიაღწია, იმდენი გააკეთა, რომ ღვთისგან ბოძებულ ნიჭს შეეჯიბრა. ის ბევრს მუშაობდა, რომ ყოველწლიურად მესისთან ბრძოლაში დარჩენილიყო.

მე უკვე ვთქვი: არ უარვყოფ რონალდუს, რაც გააკეთა, მან ამდენს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის მესი სხვა პლანეტიდანაა. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ეს სიხარულია. ჩემთვის მესის ყურება ფედერერის ჩოგბურთის ყურებას ჰგავს.

როგორ ეხებოდა ლეო ბურთს და რას აკეთებდა მასთან ერთად - ეს ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის სიამოვნება იყო. ახლა მათი ბრძოლა და ეპოქა დასრულებულია, ახალი თაობა უნდა ვნახოთ: ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი, მბაპე, ვინისიუსი. ახლა მათი ჯერია განსაზღვრონ ვინ იქნება გამარჯვებული“.

– ხმის მიცემის პერიოდი იყო 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე. როგორ ფიქრობთ, მესიმ ამ მონაკვეთში ჰოლანდზე მეტი გააკეთა?

„ვფიქრობ, კი. ყველა გამუდმებით წუწუნებდა: „მაგრამ მან არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო! ასე რომ, მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ჰოლანდი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სიტიმ თამაშები მის გარეშეც მოიგო. რას იზამდა არგენტინა მესის გარეშე? მოიგებდა? არ მგონია. კარგით რაა, აქ რაღა არის სასაუბრო?“ - განაცხადა ობი მიკელმა

P.S. ობი მიკელს ხმის მიცემის ვადები და მუნდიალის ფინალის თარიღი აშკარად შეეშალა. ფინალი 18 დეკემბერს იყო, ხმის მიცემა კი 19 დეკემბრიდან დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიანო: რთული დრო უდგათ, თუმცა მათ კვარა და სხვა ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ
იტალიანო: რთული დრო უდგათ, თუმცა მათ კვარა და სხვა ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ