“იტალიური ფეხბურთი მნიშვნელოვან მწვრთნელს კარგავს“ - ალეგრი მოურინიოზე
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. თავისი აზრი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დააფიქსირა.
რა თქვა ალეგრიმ?
„ჟოზეს გათავისუფლების გამო ვწუხვარ. იტალიური ფეხბურთელი მნიშვნელოვან მწვრთნელს კარგავს. როგორც სხვა გუნდებში, ისევე „რომაში“ დიდებული იყო, გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს.
ასევე ვწუხვარ ჩვენი ურთიერთობის გამო. მოურინიოს დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალ კლუბში. წარმატებას ვუსურვებ დანიელე დე როსისაც, რომელმაც „რომაში“ მოურინიო ჩაანაცვლა.“
შეგახსენებთ, რომ „რომამ“ მოურინიოს ხელმძღვანელობით ისტორიაში პირველად მოიგო ევროპული ტიტული(კონფერენს ლიგა). ასევ, „განსაკუთრებული“ „ჯალოროსის“ ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ევროპული ტურნირის ფინალში გაიყვანა.(კონფერენს ლიგა, ევროპის ლიგა).