„ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ვინმე გყავს“ - სიმეონე კვარას პოზიციის ცვლილებაზე
„ფიორენტინასთან“ სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე ვალტერ მაცარის თან ჯოვანი სიმეონე ახლდა.
„ჩოლიტოს“ ჟურნალისტებმა კითხვა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს. რამდენად კომფორტული იქნება ხვიჩასთან უფრო ახლოს თამაში. მაცარიმ შესაძლოა სქემა შეცვალოს და კვარა მეორე ფორვარდად გაამწესოს.
„ყოველთვის ვცდილობ იმას მოვერგო, რასაც მწვრთნელი აკეთებს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თვისებების მქონე მოთამაშესთან უფრო ახლოს ყოფნა შესაძლოა სასარგებლო იყოს. ჩემთვის ეს არაფერს ცვლის.
ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ან ზურგს უკან ვინმე გყავს“.
- განაცხადა სიმეონემ.
იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ მაცარის დე ლაურენტისმა სათამაშო სქემის ცვლილების უფლება მისცა და იტალიელი სპეციალისტი 3-5-2 ან 3-4-1-2 სისტემას მალე გამოიყენებს.