“ხვიჩამ ბრწყინვალება უნდა დაიბრუნოს“ - მაცარი ფიორენტინასთან მატჩის წინ
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მაცარი:
„რა შეიცვალა? არის პერიოდი, როცა შედეგი არადამაკმაყოფილებელია. ისე არ გვითამაშია, რომ შედეგი მიგვეღო. ბიჭებმა ცოტა თავდაჯერებულობა დაკარგეს, თუმცა „სალერნიტანასთან“ გამარჯვება ჩვენზე დადებით გავლენას მოახდენს. სატრანსფერო ფანჯარა არ მაინტერესებს, მხოლოდ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ვცდილობ, რომ ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტი ავამაღლო.
„ფიორენტინასთან 1:3 წაგება სერია ა-ში? რა თქმა უნდა, ცუდი წაგება იყო, მაგრამ მე უპატივცემულოდ არავისზე და არაფერზე ვსაუბრობ. მაქსიმალურად ვცდილობ გავიგო რა უნდა გავაკეთოთ. „ფიორენტინამ“ დიდებული მატჩ ჩაატარა და „ნაპოლის“ საკმაოდ გაუჭირდა. განსხვავებულის გაკეთებას ვეცდები.
ტაქტიკის ცვლილება? ამას ჩემთვის დავიტოვებ. ვარჯიშებზე ორ ვერსიას ვამუშავებთ. წარსულზე საუბარი არ მიყვარს, მოდით ხვალინდელ მატჩზე ვიფიქროთ.
კვარაცხელია? მან ის ბრწყინვალება უნდა იპოვოს, რომელიც ჰქონდა. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოვა. როდესაც ის თავს იდეალურად იგრძნობს ყველაფერი კარგად იქნება. ამისთვის ერთი ნაპერწკალია საჭირო.“
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერ თასზე „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ გარდა „ინტერი“ და „ლაციოც“ თამაშობენ. კვარაცხელიას გუნდის მატჩი 18 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.